Thursday, July 1, 2010

ინსომნიას გიჩვენებ!

ისეთ ხასიათზე ვარ, ზაფხულის ღამის სიზმარს რომ მინდა ვუყურო, ოღონდ ვინმემ რომ ჩამირთოს, თან აივნის კარიც გამიღოს. მერე სიამოვნებით გადავიდოდი იმ სცენაზე და უაზრო მონოლოგებს წავიკითხავდი, დიალოგში შევიდოდი ვინმესთან. უადგილო ლაპარაკის ხსენებაზე,
ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი გვიყვებოდა, პიკასოს ნახატები დაშლილი იმიტომაა, რომ თვალით უნდა ააწყო, ლა სკალა კიდევ იმითაა ცნობილი, რომ კარგი აკუსტიკა აქვს და თანაც სცენა დარბაზის შუაშიაო. მე საწყალმა თვალები რომ დავითხარე კუბისტური რეპროდუქციების ყურებით და ვერაფერიც ვერ ავაწყე. მასწავლებელმა მითხრა, ეგო, მუზეუმში რომ ნახავ, იქ ხდებაო, მცირე ზომის რეპროდუქციიდან ვერ დააკავშირებ ფიგურებსო.
მოკლედ, ბარე ოთხ მუზეუმში ვერ ამეწყო პიკასოსთან საქმე და ვერც ლა სკალაში აღმოვაჩნე სცენა დარბაზის შუაგულში.
სინამდვილეში, ძალიან მინდა, რომ დამეძინოს. ხელები და ფეხები მეყინება, წინდებს ვიცვამ, მცხელა, ვიხდი, მეყინება. საკუთარ თავს ვუბრაზდები, რომ ამ სისულელეებს ვწერ და მერე ინტერნეტში ვაქვეყნებ. იხტიბარს მაინც არ ვიტეხ.

5 comments:

  1. ჰეჰ, კარგი პოსტია. :)

    მარა ვერაფერსაც ვერ მიჩვენებ პინკიბუ – დაახლოებით ეგეთ დღეში ვარ. :D

    ნუ, წინდების გამოკლებით... .)

    გეოგრაფიის მასწავლებელივით გეტყვი ახლა: ცხვრები დათვალე... :)

    ReplyDelete
  2. როგორ გეკადრებათ, მე ბატკნებს ვითვლი!
    დაძინება თუ გინდა, ბატკნები უნდა გამოარჩიო ცხვრებში და ისე დათვალო!

    ReplyDelete
  3. ეგრე ხო დაიძაბა და გამოფხიზლდა გონება პინკიბუ?

    თუმცა, ერთი კარგი ხერხი ვიცი კიდევ. რთავ ტელევიზორს, მის წინ საწოლში მოხერხებულად კალათდები და ეძებ ყველაზე უინტერესო, არაპოლიტიკურ და არაგამაღიზიანებელ არხს, არის ეგეთები. სასურველია თუ ვიღაც მონოტონურად ლაპარაკობს რამე ზოგადსაკაცობრიო საკითხზე. :D რამდენიმე წუთის შემდეგ ძილი არ აყოვნებს.

    თუ საწოლი ტელევიზორთან არა გაქვს, წყალში გახსნილი თაფლია მშვენიერი, საოცრად ამშვიდებს ორგანიზმს. :)

    მარა ყველაზე უკეთესი, მაინც კომპის დაშათდაუნებაა, რასაც ვერ ვახერხებ. :D

    ReplyDelete
  4. მეც სულ ეგ მიკვირს, ტელევიზორი თუ აძინებს, კომპი რატომ აფხიზლებს?!

    ReplyDelete
  5. adamianebi tvale xolme.me mshvelis

    ReplyDelete