Thursday, July 1, 2010

ინსომნიას გიჩვენებ!

ისეთ ხასიათზე ვარ, ზაფხულის ღამის სიზმარს რომ მინდა ვუყურო, ოღონდ ვინმემ რომ ჩამირთოს, თან აივნის კარიც გამიღოს. მერე სიამოვნებით გადავიდოდი იმ სცენაზე და უაზრო მონოლოგებს წავიკითხავდი, დიალოგში შევიდოდი ვინმესთან. უადგილო ლაპარაკის ხსენებაზე,
ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი გვიყვებოდა, პიკასოს ნახატები დაშლილი იმიტომაა, რომ თვალით უნდა ააწყო, ლა სკალა კიდევ იმითაა ცნობილი, რომ კარგი აკუსტიკა აქვს და თანაც სცენა დარბაზის შუაშიაო. მე საწყალმა თვალები რომ დავითხარე კუბისტური რეპროდუქციების ყურებით და ვერაფერიც ვერ ავაწყე. მასწავლებელმა მითხრა, ეგო, მუზეუმში რომ ნახავ, იქ ხდებაო, მცირე ზომის რეპროდუქციიდან ვერ დააკავშირებ ფიგურებსო.
მოკლედ, ბარე ოთხ მუზეუმში ვერ ამეწყო პიკასოსთან საქმე და ვერც ლა სკალაში აღმოვაჩნე სცენა დარბაზის შუაგულში.
სინამდვილეში, ძალიან მინდა, რომ დამეძინოს. ხელები და ფეხები მეყინება, წინდებს ვიცვამ, მცხელა, ვიხდი, მეყინება. საკუთარ თავს ვუბრაზდები, რომ ამ სისულელეებს ვწერ და მერე ინტერნეტში ვაქვეყნებ. იხტიბარს მაინც არ ვიტეხ.